Synonym: აოხრება, გააწყო (იქაურობა გააწყო), მოოხრება, გაგვალვა, გატიალება, გაჩანაგება, აკლება, განიორწყლება, აწიოკება, მტვრად ქცევა, ამოკვეთა, შემუსვრა, მუსრის გავლება, ნაცარტუტად ქცევა, განაცარმტვერება, ბოლოს მოღება, გაქელვა, გაწყობა, ხერხემალში გატეხა, მოსრესა, ძირიანად აღმოფხვრა, მონარიკლება (თხებმა ბაღი მოინარიკლეს), ამოჭმა (ამოჭამეს), ბოლო მოუღეს, გავერანება, გაპარტახება, გაუდაბურება, განადგურება,
მოსპობა, დაქცევა, რბევა, დარბევა, მიწის პირისაგან აღგვა, მორბევა, მიწასთან გასწორება, ქვა ქვაზე არ დატოვეს, ქვა ქვაზე აღარ დარჩა, (ვენახისა) აჩეხა.
არიქა! სათიბი გაატიალეს. (ა. ყაზბეგი)
თვალცრემლიანმა შეხედა თავის გავერანებულ ყანებს. (ნ. ლომოური)
ამოწყვეტის, ამოკვეთის შიშმა... გაურბინა თავში მიქელას. (დ. კლდიაშვილი)