A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ათე

ათეიზმი

Etym. ბერძ. a-theós სიტყვასიტყვით „ღმრთის გარეშე“, „უღმრთო“
It. Ateismo
აღნიშნავს იმ ადამიანთა იდეოლოგიურ პოზიციას, ვინც უარყოფს ღმრთის არსებობას. ათეიზმი შეიძლება იყოს: თეორიული ანუ განსჯითი, როდესაც ღმრთის არსებობის ფორმალურ უარყოფასთან გვაქვს საქმე; პრაქტიკული, როდესაც ადამიანი ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; სკეპტიკური, როდესაც ადამიანს გადაულახავად მიაჩნია ეჭვი ღმრთის არსებობის შესახებ; აგნოსტიკური, როდესაც ღმრთის არსებობის დაუმტკიცებლობა „აბსოლუტურად“ მიიჩნევა; თეორიულ-პოზიტიური, როდესაც საქმე გვაქვს ღმრთის არსებობის ნებისმიერი მტკიცებულების უარყოფის მცდელობასთან და იმის მტკიცებასთან, რომ ნამდვილი მტკიცებულება არასოდეს წარმოდგენილა და მისი წარმოდგენა ვერასოდეს გახდება შესაძლებელი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9