A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
და დაბ დად დალ დამ დან დაო დაღ დაც დაწ

დაცვა

It. Osservanza
L. observantia
დაახლოებით XIV საუკუნის დასასრულის სარეფორმო მოძრაობა, რომელიც სამოწესეო ორდენებს შეეხო და წესთა თავდაპირველი სიწმიდის აღდგენას ისახავდა მიზნად. ეს მოძრაობა ფრანცისკულ წრეებში (ფრანცისკელები) აღმოცენდა და ორდენის ორად გაყოფის მიზეზად იქცა: ერთ ჯგუფს ეწოდა კონვენტუალები, მეორეს კი – ობსერვანტები (ამ უკანასკნელთაგან აიღო დასაბამი კაპუცინელთა ორდენმა). ეს სარეფორმო მოძრაობა მოგვიანებით შეეხო, აგრეთვე, დომინიკელთა, კარმელელთა, კარტეზიანელთა ორდენებსაც, თუმცა განახლების მისეული იმპულსი XVI საუკუნის დამდეგისათვის ამოიწურა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9