A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
და დაბ დად დალ დამ დან დაო დაღ დაც დაწ

დაბრკოლებული საეპისკოპოსი საყდარი

It. Sede episcopale impedita
ასე ეწოდება ეპისკოპოსის მმართველობაში მყოფ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის ეპისკოპოსიც პატიმრობის, გადასახლების, განდევნის თუ უუნარობის მიზეზით სრულიად მოკლებულია თავისი სამწყსო მსახურების აღსულების შესაძლებლობას და დიოცეზის წევრებთან მიმოწერის საშუალებაც არ გააჩნია (CIC, კან. 412). ასეთ შემთხვევაში, თუ წმიდა საყდარმა შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო, დიოცეზის მართვა ეკისრება კოადიუტორ ეპისკოპოსს, ხოლო თუ ამ უკანასკნელსაც აგრეთვე არ ძალუძს მსახურება – დამხმარე ეპისკოპოსს, გენერალურ ვიკარიუსს, ეპისკოპოსის ვიკარიუსს ან სხვა მღვდელმსახურს, თანახმად თანმიმდევრობისა, რომელსაც ადგენს ეპისკოპოსი დიოცეზის ჩაბარებიდან უმოკლეს დროში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9