A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იაკ იან იაჰ

იაჰვე

It. Jhwh
ღმრთის ებრაული სახელი, რომელიც აღნიშნავს „მე ვარ, მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:14). წმიდა ტეტრაგრამა, ანუ ღმრთის სახელის ოთხი თანხმოვანი, ებრაულ ბიბლიაში 6823-ჯერ გვხვდება. ის პირველ ბიბლიურ ტექსტებშია ნახსენები (დაბ. 2-3), თუმცა მისი აღმოცენება მოსესათვის ღმრთის გამოცხადების ხანას უკავშირდება (შდრ. გამ. 3:13, შმდ.). წმიდა ტეტრაგრამა დღემდე ხმოვანთა გარეშე იწერება: მართლაც, Jhwh გამოუთქმელია, ანუ მას პატივისცემის ნიშნად არასოდეს წარმოთქვამენ. მის ნაცვლად წარმოითქმის სიტყვა ადონაი (= უფალო ჩემო). ღმრთის სახელს მხოლოდ უმაღლესი მღვდელმსახური წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, კიპურის დღესასწაულზე. მისი მნიშვნელობა სცილდება ყოფნის იდეას, ფილოსოფიური გაგებით, და მოიცავს ღმრთის მონაწილეობას ისრაელის ისტორიაში, განსაკუთრებით - გამოსვლაში (= მე ვარ ის, ვინც ათავისუფლებს). იაჰვეს სახელიდან მომდინარეობს იაჰვისტური ტრადიცია, ხუთწიგნეულის ოთხ წყაროთაგან ერთ-ერთი. იესო თავის თავს უწოდებს სახელს „მე ვარ“, რის გამოც მას მკრეხელობაში ადანაშაულებენ (იოან. 8:24.28.58; 13:19; 18:5.8; გამოცხ. 1:8).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9