A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წარ

წარმართობა/წარმართი

It. Paganesimo/Pagano
თეოლოგიური თვალსაზრისით, სიტყვა „წარმართი“ ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. მას პირობითი მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება აღთქმის მქონეთა განსასხვავებლად იმათგან, ვინც ხსნის ხალხს არ განეკუთვნება (გოიმი). ახალი აღთქმის თეოლოგიის თანახმად, წარმართებად ქრისტეს მორწმუნეთა (ხილული) საზოგადოების, ანუ ეკლესიის, გარეთ მყოფნი მიიჩნევიან. ეტიმოლოგიურად „წარმართი“ (pagano) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან pagani, რომელიც სოფლის, ლათინურად pagus, მცხოვრებლებს აღნიშნავს. სოფლის მაცხოვრებელთა არასათანადო კულტურული განვითარების გამო მათმა აღმნიშვნელმა განსაზღვრებამ კულტურული ჩამორჩენილობისა და ზნეობრივი სიმდაბლის მნიშვნელობა შეიძინა. თანამედროვე ეპოქაში წარმართი „ველურის“ სინონიმად იქცა, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ დღეს, ვატიკანის კრების შემდგომ და „ახალგაზრდა ხალხების“ ხანაში, ეს ტერმინი, ფაქტობრივად, გაქრა ლექსიკონიდან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9