A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წარ

წარმართები

Etym. ლათ. gentilis, კალკი ბერძნული სიტყვისა etnikós, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან éthne „ხალხები“; აღნიშნავს „ხალხებისადმი კუთვნილს“, ანუ უცხოელთა კუთვნილს
It. Gentili
ახალ აღთქმაში ესაა იმ ხალხთა ზოგადი სახელწოდება, რომლებიც ისრაელის რჩეულ ხალხს არ განეკუთვნებიან და აღნიშნავს მათდამი არაკეთილგანწყობას, რაც გამოწვეულია ამ ხალხთა კერპთაყვანისმცემლობითა და უზნეო ქცევით (მათ. 18:17; გალ. 2:15). მაგრამ იუდეველებთან ერთად ეს ხალხებიც შეადგენენ ღმრთის ერთიან ხალხს ქრისტეში, რადგან ქრისტეს სისხლმა ყოველი დაცალკევება დაამარცხა (ეფეს. 2:14, შმდ.). მოციქული პავლე წარმართთა უმთავრეს მოციქულადაა აღიარებული (საქმ. 9:1, შმდ.; 22:21; გალ. 2:7).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9