A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვალ ვარ ვატ ვაჰ

ვალომბროზელნი

It. Vallombrosani/e
საკუთარი წესდების მქონე ბენედიქტელთა კონგრეგაცია, რომელიც დაახლოებით 1039 წელს ფლორენციელმა მოწესემ, იოანე გვალბერტომ (†1073, კანონიზებულია 1193) ფლორენციის მახლობლად, ვალომბროზაში დააარსა. სიმონიისა და მღვდელმსახურთა ქორწინების წინააღმდეგ გაშლილი კამპანიის ატმოსფეროში აღმოცენებული ამ კონგრეგაციის წევრები ერთობლივ ცხოვრებას ეწეოდნენ და მთელ დროს მჭვრეტელობას უთმობდნენ, ხოლო საერო ძმები ფიზიკურ შრომას მისდევდნენ და გარე სამყაროსთან კავშირს უზრუნველყოფდნენ. კონგრეგაციის ქალთა შტო 1150 წელს მონაზონმა ბერტამ (ბარდი) დააარსა. აბატისა ჰუმილიტასის (†1310) ხანაში ის მნიშვნელოვნად განვითარდა, რისი უმთავრესი მაგალითია ფაენცას მახლობლად არსებული წმიდა მარიამის მონასტერი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9