A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საბელიანიზმი

It. Sabellianesimo
სამებასთან დაკავშირებული ერესი, რომელსაც ამგვარად III საუკუნეში მოღვაწე თეოლოგის, საბელიუსის სახელის მიხედვით მოიხსენიებენ. საბელიუსი ამტკიცებდა, რომ ერთადერთმა მამა ღმერთმა გამოავლინა თავისი თავი, როგორც „მამამ ძეში“ ნაზარეველი იესოს „ნიღბით“. ანუ, მისი მტკიცებით, ჯვარზე ტანჯვა და სიკვდილი თავად ღმერთმა მიიღო (ეგრეთ წოდებული პატრიპასიანიზმი), ხოლო ზეცად ამაღლების შემდეგ სული წმიდის სახით გამოვლინდა. საბელიუსი პაპმა კალისთე I-მა განკვეთა. ყველა შემთხვევაში, მისი დოქტრინა სამი „ფორმის“ (ან ხერხის, რაც იტალიურად modo-დ ითარგმნება, საიდანაც მომდინარეობს სახელწოდება მოდალიზმი) შესახებ, რომლებიც ღმრთის ერთადერთმა ბუნებამ მიიღო, III საუკუნის შუაწლებში პენტაპოლისის მრავალმა ეპისკოპოსმა გაიზიარა. საბელიანიზმს დაუპირისპირდა დიონისე დიდი, ალექსანდრიის ეპისკოპოსი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9