Etym. „ლაშქართა“, „რიგთა“ უცნობი ეტიმოლოგიის ებრაული სიტყვა, რომელიც ქერუბიმებზე მჯდარ (1 მეფ. 4:4) უფალს მიემართება (1 მეფ. 1:3) და აღთქმის რიტუალს (2 მეფ. 6:2.18; 7:8.27) მიეკუთვნება. შემდეგ წინასწარმეტყველებმა ის ხელახლა დაამკვიდრეს, განსაკუთრებით, ზაქარიამ. „ლაშქართა უფალი“ აღნიშნავს ან ისრაელის ლაშქალაშქარს, ან – ზეციურს (ანგელოსებსა და ვარსკვლავებს), ან მიწიერ და ზეციურ კოსმიურ ძალთა ერთობლიობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4