A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბეა ბეგ ბემ ბენ ბერ ბეჭ

ბეგინი ქალები

Etym. ფრანგ. სიტყვიდან béguine, ეტიმოლოგია დაუზუსტებელია
It. Beghine
ბეგინები იყვნენ ქვრივი ან გაუთხოვარი ღმრთისმოსავი ქალები, რომლებიც შუა საუკუნეთა მცირე საკრებულოებში ცხოვრობდნენ და ლოცვითა და ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი ატარებდნენ ნაცრისფერ სამოსს, თუმცა აღთქმას არ დებდნენ. მოგვიანებით „ბეგინთა სამყოფელმა“ (beghinaggio) უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნავდა მცირე სახლების ერთობლიობას, რომლებშიც ბეგინები ბინადრობდნენ. ბეგინთა იდეალი ქველმოქმედების სულისკვეთებით გამსჭვალულ სახარებისეულ უპოვარებაში ცხოვრება იყო. ბეგინები სიტყვიერად აღიარა პაპმა ჰონორიუს II-მ (1216), თუმცა შემდეგ, საეკლესიო ხელისუფლებასთან უთანხმოებათა გამო, რისი მიზეზი ბეგინთა ერეტიკული პოზიციებიც გახდა, შუა საუკუნეთა მიწურულს მათ არსებობა შეწყვიტეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9