A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბაჰაიზმი

It. Bahaismo
მკაფიო უნივერსალისტური ხასიათის ახალი რელიგია, რომელიც სპარსეთის შიიტური ისლამის ნიადაგზე აღმოცენდა და უშუალოდ ბაბიზმისგან იღებს სათავეს. მისი დამაარსებელია მირზა ჰუსეინ ალი (1817-1892), რომელმაც 1866 წელს ღმრთის ახალი გამოცხადების მატარებლად გამოაცხადა თავი და სახელი Baha’ulla, „ღმრთის ბრწყინვალება“, დაირქვა. ბაჰაიზმის ძირითადი პრინციპებია: კაცთა მოდგმის ერთიანობა (ყველანი ერთი და იმავე ხის ფოთლები ვართ); ღმრთის აბსოლუტური ტრანსცენდენტურობა; ყველა რელიგიის სიღრმისული ერთიანობა; ადამიანთა შორის თანხმობის დამკვიდრება, როგორც რელიგიის არსებითი ამოცანა; რელიგიის შეთანხმება მეცნიერებასა და გონებასთან; სოციალური თანასწორობა (ყველა ადამიანი თანასწორია ღმრთის წინაშე). ბაჰაისტური რწმენის საფუძველს წარმოადგენს ქითაბ-ალ-აყდასი, „უწმიდესი წიგნი“. ბაჰაიზმს მთელ მსოფლიოში 6 000 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მისი უმაღლესი ორგანოა ცხრა წევრისაგან შემდგარი და ჰაიფაში მდებარე „სამართლის მსოფლიო სახლი“. „სახლი“ მომავალი მსოფლიო მთავრობის საწყის უჯრედადაა მიიჩნეული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9