A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბასილიელები

It. Basiliani
წმიდა ბასილის (†379) სამონაზვნო წესდების მიმდევარი მონაზვნები. შეიძლება მიეკუთვნებოდნენ როგორც ბერძნულ, ასევე ლათინურ წესს, თუმცა, ჩვეულებრივ, მცდარი შეხედულებით, ბასილიელად მიიჩნევა ბერძნული წესის ყველა კათოლიკე მონაზონი. სხვებთან ერთად, კანონიკურად ცნობილია ბასილიელთა შემდეგი ორდენები:

ა) იტალიის ბასილიელ მონაზონთა ანუ წმიდა მარია გროტაფერატას მონაზონთა კონგრეგაცია. დაარსდა 1579 წლის სული წმიდის გარდამოსვლის დღეს იტალიის ბერძენ მონაზონთა კაპიტულუმის მიერ კალაბრიაში, სან ფილარეტე დი სემინარაში. იმავე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა პაპ გრიგოლ XIII-ის დამფუძნებელი ბულა Benedictus Dominus;

ბ) წმიდა იოსაფატის ბასილიელთა ორდენი. სახელწოდება მომდინარეობს მოწამისა და მონაზვნის იოსაფატ კუნცევიჩის (†1623) სახელიდან. ორდენი გავრცელდა ლიტვაში, გალიციასა და რუთენიაში;

გ) უწმიდესი მაცხოვრის მელქიტი ბასილიელები. ორდენი დაარსდა 1684 წელს, მოქმედებს ლიბანში, ცნო პაპმა ბენედიქტე XIV-მ 1743 წელს;

დ) მელქიტთა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ბასილიელთა ორდენი (Baladiti Suwajriti). გავრცელდა ლიბანში, ცნო, ასევე, პაპმა ბენედიქტე XIV-მ 1757 წელს;

ე) მელქიტთა ალეპოს ბასილიელთა ორდენი. 1824 წელს გამოეყო წინა ორდენს, ცნეს 1832 წელს. ბასილიელ მამაკაც მონაზვნებს შეესაბამება ბასილიელ ქალ მონაზონთა სხვადასხვა კონგრეგაცია.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9