A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბარნაბელები

It. Barnabiti
მათი ოფიციალური სახელწოდებაა წმიდა პავლეს რეგულარული სამღვდელონი. ბარნაბელები მათ ეწოდათ მილანის წმიდა ბარნაბეს ეკლესიის მიხედვით, რომელიც ამ კონგრეგაციის პირველ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა (1545). კონგრეგაცია 1530 წელს წმიდა ანტონიო მარია ზაქარიამ, ბარტოლომეო ფერარიმ და ანტონიო ჯაკომო მორიჯამ დააარსეს ხალხში სამწყსო მსახურების, სწავლებისა და ევქარისტიული თაყვანისცემის გასავრცელებლად. თავდაპირველად მათ ინკვიზიცია დაუპირისპირდა. 1579 წელს პაპმა გრიგოლ XIII-მ კონგრეგაციის განმსაზღვრელი წესდება ცნო. ამჟამად იტალიაში ბარნაბელები მოღვაწეობენ სასკოლო სფეროსა და სამრევლო სამწყსო საქმიანობაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9