A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბაალი

Etym. ba’al „უფალი“, „ბატონი“
It. Baal
ღმრთაება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა (ქანანური ცივილიზაცია) და აფრიკის თითქმის ყველა ხალხი ეთაყვანებოდა. ნაყოფიერების ეს სული ბუნების, განსაკუთრებით კი — ატმოსფერულ, მოვლენებს მართავდა. მოსეს რჯულის მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ამ კულტისადმი გულგრილნი არ იყვნენ ისრაელის მცხოვრებნიც. მეფე აქაბის დროს ისრაელის სამეფოში ბაალის კულტის 450 ღმრთისმსახური ყოფილა. ამის გამო წინასწარმეტყველები ბაალს კერპთაყვანისმცემლობის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ბიბლიაში აღწერილია (შდრ. 3 მეფ. 18:20-40) ელიას გამარჯვება ბაალის ღმრთისმსახურებთან კამათში კარმელის მთაზე. ბაალის კულტი ებრაელთა გადასახლების ხანაში მოისპო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9