A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხალ ხარ ხას ხატ

ხასიდობა

Etym. ებრ. chasîd „სათნო“
It. Chassidismo
ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის ცალკეულ მისტიკურ მიმდინარეობებს იუდაიზმში, თუმცა, ჩვეულებრივ, ასე ეწოდება განახლების ებრაულ სახალხო მოძრაობას, რომელიც XVIII საუკუნის შუა წლებში პოლონეთში ისრაელ ბენ ელიეზერმა (†1760) დააფუძნა, მცირე ხანში კი ის გალიციასა და უკრაინაშიც გავრცელდა. ხასიდობის შუაგულია ხასიდი რაბინი (zaddiq „მართალი, წმიდა“), რომელიც მოძღვრავს სათნოთ, ცოდვილნი კი ღმერთთან ერთიანობისკენ მიჰყავს. ხასიდობას ახასიათებს ღმრთისადმი ერთგულება ნებისმიერ, მათ შორის არასასულიერო ქმედებაში. ეს დამოკიდებულება უმთავრესად ლოცვით, სიმღერითა და ექსტაზური ცეკვით გადმოიცემა, რაც ასკეტიზმისა და სამყაროსგან გაქცევისადმი დაპირისპირება და მართებული განზრახვისა და გულითადი სიხარულის გამოხატულებაა. ხასიდობა ცალკეულ საკრებულოებად ჩამოყალიბდა, რომელთა ცენტრსაც ცადიქის სახლი წარმოადგენდა, მთავარ რიტუალურ ღონისძიებას კი – შაბათის „მესამე ტრაპეზი“, რომელიც ხშირად ცეკვისა და სიმღერის თანხლებით იმართებოდა. ამ სიმღერათაგან სახელი გაითქვა ნიგუნმა, უსიტყვო გალობამ, რომელსაც ცადიქი ასრულებდა. XVIII საუკუნის ბოლოსთვის ხასიდობას, რომელმაც განსაკუთრებულ ლიტერატურულ ჟანრს მისცა დასაბამი (ესაა „ამბავი“, ანუ მოკლე მოთხრობა), ებრაული ხელისუფალნი დაუპირისპირდნენ და სამჯერ დაგმეს ის. ამის მიუხედავად, მოძრაობამ შეძლო არსებობის გაგრძელება, თუმცა გადაგვარდა, როდესაც ცადიქის თანამდებობა მემკვიდრეობითი გახდა და ცადიქის კულტი ჩამოყალიბდა. დღეს არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, შვეიცარიასა და ინგლისში. ნეოხასიდობის წარმომადგენლებად მიიჩნევიან მოაზროვნეები მ. ბუბერი და ა. ჯ. ჰეშელი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9