A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხალ ხარ ხას ხატ

ხატმებრძოლეობა

Etym. ბერძ. eikón „ხატება“+ klãn „დამტვრევა“: „ხატების განადგურება“
It. Iconoclastia
ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას (როგორც რელიგიურს, ისე პოლიტიკურს), რომელიც გმობს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და ხატებით სარგებლობას. მოძრაობა VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში ჩამოყალიბდა. 725 წელს ხატების თაყვანისცემის აკრძალვისა და მათი განადგურების ბრძანება გამოსცა იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა. ამის მიზეზი გახდა ქრისტიანთა ერთი ნაწილის მხრიდან ხატების თაყვანისცემის მიმართ გამოვლენილი გადაჭარბებული ფანატიზმი, მანიქეველობის გავლენა იმპერატორზე, რომელიც მისი აღზრდის შედეგი იყო და ებრაელთა და მუსლიმთაგან წამოსული ბრალდებები კერპთაყვანისმცემლობის გამო. ხატმებრძოლეობა, როგორც ერესი, ნიკეის II კრებამ დაგმო (787), თუმცა მრავალი დევნის მიზეზად ქცეული ამ მიმდინარეობის დაძლევა მხოლოდ უფრო გვიან მოხერხდა, რის შემდეგაც წმიდა ხატების თაყვანისცემა ისევ აღდგა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9