A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჯა ჯე ჯვ ჯო ჯუ
ჯად ჯაი ჯამ

ჯაინიზმი

It. Giainismo
ვარდჰამანას ან მაჰავირას, აგრეთვე, ჯინად („გამარჯვებულად“) წოდებული ასკეტის მიმდევართა – ჯაინთა რელიგია. ასკეტი ჯინა ჯაინიზმის – არსებობათა ოკეანის გადასალახავად აუცილებელი მოძღვრების – ფუძემდებლად მიიჩნევა. ვარდჰამანა VI-V საუკუნეთა მიჯნაზე ინდოეთში, ბიჰარში დაიბადა. ოცდაათი წლისამ ოჯახი მიატოვა და მედიტაციისა და კონცენტრირების მეშვეობით შეიმუშავა თავისი მოძღვრება, რომელიც სამშვინველისაგან სხეულის განცალკევების თეორიზებაში მდგომარეობს. ამ სიმბიოზიდან იღებს სწორედ სათავეს არსებობათა ჯაჭვი. ჯაინიზმის ამოსავალი წერტილია მტკიცებულება, რომ ყოველივე არსებული დაიყოფა სულიერ სუბსტანციად (jiva), რომელიც სულთა უსასრულო რიცხვს მოიცავს და უსულო სუბსტანციებად (ajiva), რომლებიც შეიძლება შეერწყან სულს და დაიმონონ ის. სულსა და მატერიას შორის ამ არაბუნებრივი კავშირიდან აღმოცენდება karman, უსასრულო ქმედება. მაშასადამე, საჭიროა სულში მატერიის შესვლის (samvara) შეჩერება და ჯერაც არსებული karman-ის განადგურება, რითაც გათავისუფლება (moksa) მიიღწევა. სულის მატერიისაგან განსაწმენდად საჭიროა მართებული რწმენა, ცნობიერება და ქცევა. ეს უკანასკნელი, ხუთი აღთქმის (არ ავნო, არ მოიტყუო, არ მოიპარო, დაიცავი უბიწობა და უარი თქვი ქონებაზე) მეშვეობით ახორციელებს შეძლებისდაგვარად უმცირეს karman-ს, რომლის მთლიან განადგურებამდე ადამიანი მხოლოდ ხორცის მოკვდინებისა და ასკეტიზმის მეშვეობით მიდის. საბოლოო ჯამში, ჯაინიზმი მხოლოდ ადამიანის ნებას მიაწერს ყოველგვარ ადამიანურ გამოცდილებას აღმატებული მარადიული და უწყვეტი სიმშვიდის მიღწევას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9