Etym. ლათ. celebratio „მრავალი ადამიანის თავმოყრა“; ტერმინი მომდინარეობს ზმნიდან celebrare, რომლის სახასიათო მნიშვნელობაა „საზეიმოდ აღნიშვნა“, სადაც მრავალი ადამიანის მონაწილეობა იგულისხმება ქრისტიანულ კონტექსტში ტერმინი თითქმის ყოველთვის მხოლოდ ლიტურგიულ ქმედებას გამოხატავს. ამიტომაც ზეიმის ცნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ეს სიტყვა აღნიშნავს:
ა) ევქარისტიული მსხვერპლშეწირვის რიტუალურ აღსრულებას;
ბ) ხსნის ერთ-ერთი საიდუმლოს (ან რომელიმე წმიდანის ან მოწამის dies natalis-ს) საზეიმო აღნიშვნას ევქარისტიის აღსრულების მეშვეობით, რომელიც უდიდესი საზოგადო და გამაერთიანებელი რიტუალური ქმედებაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4