A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ღა ღი ღმ
ღმე ღმრ

ღმერთი

Etym. ლათ. deus, ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, მომდინარეობს სინათლის ან ზეცის იდეასთან დაკავშირებული ინდოევროპული ფესვიდან div ან deiv
It. Dio
ტრანსცენდენტული, უსასრულო, მარადიული და აბსოლუტური უმაღლესი არსება. ძველ აღთქმაში ღმერთი ასე განსაზღვრავს საკუთარ თავს: „მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამ. 3:14). ესაა მნიშვნელობა ებრაული ტეტრაგრამისა „იაჰვე“. ისრაელი ხალხის ღმერთი არაა აბსტრაქტული ღმერთი, არამედ ესაა ღმერთი, რომელმაც წარმოაჩინა საკუთარი თავი ისტორიაში, ეხმარებოდა თავის ხალხს და დადო მასთან და სხვა ადამიანებთან აღთქმა, რითაც განამტკიცა თავისი უზენაესობა და დააწესა აბსოლუტური მონოთეიზმი („არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“, გამ. 20:3). ახალ აღთქმაში ღმერთი გვევლინება, როგორც სიყვარული (1 იოან. 4:8), როგორც ’abbà, „მამა“, რომელიც წარგზავნის თავის ძეს იესოს, მარადიულ ლოგოსს თავისი სიკვდილით ადამიანთა ცოდვის გამოსასყიდად. იესო ადამიანებს აძლევს სული წმიდას (ღმერთი როგორც სამება). ადამიანი, რომელიც ღმერთმა თავის ხატად (დაბ. 1:27) შექმნა, „ონტოლოგიურად გახსნილია ღმრთის საიდუმლოების მისაღებად“. ვატიკანის I კრება დადგენილებაში Dei Filius ამტკიცებს: „ეკლესია მიიჩნევს, რომ ღმრთის – ყოველივეს საწყისისა და სასრულის – არსებობა დარწმუნებით შეიძლება ვამტკიცოთ შექმნილ საგნებზე დაყრდნობით, ადამიანის გონების ბუნებრივი შუქის მეშვეობით“. ღმრთის არსებობის მტკიცებულებებს თავისთავად არ შეუძლია ადამიანის მიყვანა რწმენასთან ან სარწმუნოებასთან, მაგრამ ისინი საჭიროა ადამიანის იმაში დასარწმუნებლად, რომ რწმენა გონებას არ უპირისპირდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9