A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ზა ზე ზი ზო
ზებ ზეთ ზეკ ზელ ზეც

ზეთის ცხება

It. Unzione
L. unctio
ძველად სურნელოვან ნივთიერებებში შერეული ზეთით ცხება საერო ცხოვრებასა და კულტში გამოიყენებოდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ცხების მეშვეობით ღმრთის სიწმიდესთან ზიარება ხდებოდა. ძველ აღთქმაში მოყვანილია საკურთხეველთა, ტაბერნაკულუმთა, თუმცა უმთავრესად მეფეთა (1 მეფ. 9:16), უმაღლეს მღვდელმსახურთა (გამ. 29:7) და წინასწარმეტყველთა ცხების მაგალითები მათი კურთხევის მიზნით. ცხების მეშვეობით კურთხეულის უმაღლესი მაგალითია ნანატრი ხსნის მომტანი მესია, რაც სწირედ „ცხებულს“ ნიშნავს. იესოს დროს, ვინც ბეთანიაში ლაზარეს დის, მარიამის სიკვდილზე ცოტახნით ადრე იქნა ცხებული (იოან. 12:1-11), ცხება სნეულებათა განსაკურნებლად გამოიყენებოდა (ლუკ. 10:34). ასეთად მიიჩნევა სნეულთა ზეთის ცხების საიდუმლო, თუმცა ცხება, როგორც კურთხევის ნიშანი ნათლისღების, მირონცხების და ხელდასხმის საიდუმლოებსა და საკრამენტალიებშიც გვხვდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9