A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვალ ვარ ვატ ვაჰ

ვალენტინელნი

It. Valentiniani
ერეტიკოსი მღვდლის, ვალენტინის (†160 წლის შემდეგ), გნოსტიკური მოძღვრების მიმდევარნი. ვალენტინი პაპების ჰიგინიუსის, პიუსისა და ანიკეტუსის დროს მოღვაწეობდა რომში. სავარაუდოდ, მას უნდა ეკუთვნოდეს 1945 წელს, ხენობოსკიონში (ნაგ ჰამადი; შუა ეგვიპტე) ნაპოვნი „ჭეშმარიტების სახარება“. დასავლეთში ვალენტინის გავლენა მისმა მოწაფეებმა გაავრცელეს – პტოლემემ (დაახლ. 180, რომლის „წერილი ფლორასადმი“ გნოსტიკური ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია) და ჰერაკლიონმა (იოანეს სახარების პირველი კომენტარის ავტორი; ამ ნაწერის ნაწილობრივი აღდგენა შესაძლებელია ორიგენესეული მისი უარყოფის მიხედვით). II საუკუნის განათლებულ ქრისტიანებზე ვალენტინის ნააზრევის დიდმა გავლენამ აიძულა კათოლიკეები, მრავალგზის უარეყოთ ის. ამგვარ ნაწერთაგან არანაკლებ ხუთია შემორჩენილი. ვალენტინის სისტემა მათში სხვადასხვა თვალსაზრისითაა განხილული, რაც რთულს ხდის მოძღვრების თავდაპირველი ფორმის აღდგენას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9