A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვალ ვარ ვატ ვაჰ

ვალდებულების დამცველი

It. Difensore del vincolo
თანამდებობა, რომელსაც ხელდასხმის ბათილობის, ქორწინების ბათილობის ან განქორწინების შემთხვევებში ითვალისწინებს კანონიკური სამართლის კოდექსი. ვალდებულების დამცველის მოვალეობაა „გამოთქვას ყველა მოსაზრება, რომელიც გონივრულად შეიძლება იქნას მოყვანილი ბათილობის ან განქორწინების წინააღმდეგ“ (CIC, კან. 1432). ვალდებულების დამცველს ირჩევს ეპისკოპოსი, იგი შეიძლება იყოს სასულიერო ან საერო პირი. მთავარია, მას ჰქონდეს სანდო ადამიანის რეპუტაცია, იყოს კანონიკური სამართლის დიპლომირებული სპეციალისტი, ფლობდეს სარწმუნო კეთილგონიერებასა და მას არ ღალატობდეს სამართლიანობის გრძნობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9