0

ეა ებ ეგ ედ ეე ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეღ ეყ ეშ ეჩ ეც ეძ ეწ ეჭ ეხ ეჯ ეჰ
ეს ეს- ესა ესბ ესე ესთ ესი ესკ ესლ ესმ ესო ესპ ესტ ესქ ესღ ესხ

ესპანეთი

Sp. espan. Reino de Espana
ესპანეთის სამეფო
- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, პირენეს ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზღვრება პორტუგალიას, სამხრეთით – ბრიტანეთის სამფლობელო გიბრალტარს, ჩრდილოეთით – საფრანგეთს და ანდორას; ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აკრავს ატლანტის ოკეანე, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან – ხმელთა შუა ზღვა.
- ეროვნული დევიზი – „Plus Ultra“.
- ჰიმნი – „Marcha Real“.
- მმართველობის ფორმა – მემკვიდრეობითი კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური – მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი (გენერალური კორტესები): დეპუტატთა კონგრესი და სენატი.
- ფართობი – 504 782 კვ.კმ.
- დაყოფილია 50 პროვინციად, რომლებიც 17 ავტონომიურ ოლქში შედიან. ესპანეთს ეკუთვნის ორი ავტონომიური ქალაქიც აფრიკაში – სეუტა და მელილია.
- მოსახლეობა – 41 მილიონი
- სიმჭიდროვე – 87 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- დედაქალაქი – მადრიდი.
- ოფიციალური ენა – ესპანური.
- ვალუტა – ევრო.
- ქვეყნის კოდი – ESP.
- დროის სარტყელი – UTC +1.
- სატელეფონო კოდი – +34
- ინტერნეტ-დომენი – es.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9