0

ეა ებ ეგ ედ ეე ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეღ ეყ ეშ ეჩ ეც ეძ ეწ ეჭ ეხ ეჯ ეჰ
ეხ ეხა ეხვ ეხი ეხნ ეხო

ეხვევი

XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია „დედა ღვთისა“ მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კილომეტრზე. საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლის საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი „სვეტები“, რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობის ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9