ქართული მხატვრული ფილმი, ბიოგრაფიული (ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრების შესახებ). ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - დიმიტრი ფელდმანი. მთავარ როლებში: ვალერიან კვაჭაძე (ზაქარია ფალიაშვილი), მედეა ჯაფარიძე (ნატო), ბელა ვინოგრადოვა, ვასო გოძიაშვილი, ქეთი დოლიძე, გიორგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, სალექსანდრე ჟორჟოლიანი, მეგი წულიკიძე, თამარ ციციშვილი, აკაკი კვანტალიანი, ედიშერ მაღალაშვილი, დოდო აბაშიძე.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]