სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთიანეთში, მდინარე წყალწითელის ხეობაში. ზღვის დონიდან – 400 მეტრი, ტყიბულიდან – 16 კილომეტრი, ხრესილიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) – 2 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]