ქართული ანბანის მეთოთხმეტე (ძველი ქართული ანბანის მეთექვსმეტე) ასო; მისი სახელია „ონი“. გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის საშუალო აწეულობის ბაგისმიერი ხმოვანი ბგერისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამოცდაათს (70).
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]