მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქვს ხუთი მწვერვალი: აღმოსავლეთის - 4322მ, ცენტრალური - 4310მ, დასავლეთის მე-3 – 4280, დასავლეთის მე-2 – 4300მ, დასავლეთის - 4129მ. მის ჩრდილოეთ ფერდობზე დაშვებულია მყინვარი შხელდა.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]