0

ღა ღდ ღე ღვ ღი ღლ ღმ ღნ ღო ღრ ღუ
ღვა ღვე ღვთ ღვი ღვლ ღვრ

ღვანკითის დედაღვთისა

XII საუკუნის ქართული ზუროთმოძღვრების ძეგლი, ეკლესია. მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სოფლის დასავლეთით, მდინარე ჩოლაბურის მარჯვენა ნაპირზე. დედაღვთისას ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა (დაახლოებით 9X6 მ), ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. 1924-1925 წლებში მისთვის შემოუცლიათ პერანგი, წაუღიათ და მდ.ჩოლაბურის ნაპირის გასამაგრებლად გამოუყენებიათ. 2006-2008 წლებში ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. აღდგენისას ტაძრის არქიტექტონიკისა და სიძველის კვალის შენარჩუნების მიზნით, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული მშენებლობაში არსებული კონსტრუქციები. ამავე მიზეზით ტაძარს შიგნიდან არ ჩაუტარდა მოპირკეთებითი სამუშაობები, გაუკეთდა ქვის კანკელი და ქვის იატაკი, დაიხურა კრამიტით. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. ეკლესიის შესახებ არსებობს ლეგენდა: ერთხელ მდინარე ჩოლაბური ისე ადიდებულა, რომ თამარ მეფე ღვანკითის მხარეს ვეღარ გასულა. სოფლის მცხოვრებლებს სასწრაფოდ აუგიათ ეკლესია და წყლის დაკლებამდე მეფისათვის ლოცვას შედგომიან, არგვეთის მხარეს კი, ეკლესიაში, თვითონ თამარ მეფე ლოცულობდა.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9