სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან -1000 მეტრი, დუშეთიდან -6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 18 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]