0

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ ფშ ფც ფხ
ფშა ფშე ფში ფშნ ფშრ ფშუ

ფშავის არაგვი

მდინარე თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2895 მეტრზე. სიგრძე - 56 კილომეტრი, აუზის ფართობი - 946 კვ. კმ. ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში, წყალმცირობა - სექტემბრიდან მარტამდე, ოქტომბერში - წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 კუბ.მ/წმ. სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანასწყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი - 1154 მ.) ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტისჩრდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ. ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. წყალსაცავის აშენებამდე (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) იგი ამ ადგილას უერთდებოდა მთიელეთის არაგვს. ჟინვალიდან არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს. ფშავის არაგვი, განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე, საკმაოდ სწრაფი მდინარეა. მისი ტემპერატურა ზაფხულში 16-17 გრადუსს არ აღემატება. სიგანე მერყეობს 5-15 მ-ის დიაპაზონში, ხოლო სიღრმე ორწყლამდე, როგორც წესი, არ აღემატება 1 მ-ს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ მორევებს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9