სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის ნაპირებზე. ზღვის დონიდან – 320 მეტრი. ხარაგაულიდან – 11 კილომეტრი. სოფლის განაპირას დგას შუა საუკუნეების უბისის სამონასტრო კომპლექსი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 407 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]