0

ტა ტბ ტე ტვ ტზ ტი ტკ ტლ ტმ ტო ტრ ტს ტუ ტფ ტყ ტშ ტჩ ტც ტხ
ტა- ტაა ტაბ ტაგ ტად ტაე ტავ ტაზ ტათ ტაი ტაკ ტალ ტამ ტან ტაო ტაპ ტარ ტას ტატ ტაუ ტაფ ტაქ ტაშ ტაჩ ტაც ტაძ ტახ ტაჯ ტაჰ

ტაილანდი

(ტაილანდის სამეფო, 1939 წლამდე ეწოდებოდა „სიამი“) სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება კამბჯას და ლაოსს, დასავლეთით - მიანმას, სამხრეთით - მალაიზიას. სამხრეთით აკრავს ტაილანდის ყურე.

- სახელწოდება „ტაი“ ადგილობრივ ენაზე „თავისუფალს“ ნიშნავს. დაარსებულია 1238 წელს.

- ჰიმნი - „Phleng Chat“.

- სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია.

- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.

- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული ასამბლეა (სენატი და წარმომადგენელთა პალატა).

- ფართობი - 514 ათასი კვ.კმ.

- დაყოფილია 73 ჩანგვატად (პროვინციად).

- მოსახლეობა - 66,5 მილიონი.

- სიმჭიდროვე - 126 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

- ოფიციალური ენა - ტაი (სიამური) ენა.

- ოფიციალური რელიგია - ბუდიზმი.

- დედაქალაქი - ბანგკოკი.

- ვალუტა - ბატი.

- ქვეყნის კოდი - THA.

- დროის სარტყელი - UTC +7.

- სატელეფონო კოდი - +66.

- ინტერნეტ-დომენი - th.

Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9