სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (სარგვეშის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყარნების (ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან – 500 მეტრი, ხარაგაულიდან – 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]