სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, დუშეთიდან - 63 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 74 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]