ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია ანტონ ფურცელაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - გურამ ასათიანი, გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორები - გიორგი კალატოზიშვილი, იგორ ამასიისკი. კომპოზიტორი - სერგო ჟვანია. მთავარ როლებში: ალეკო გაბეჩავა (მაცი), მანანა აბაზაძე (ეკა), გოგი ქავთარაძე (კოჭოია), დოდო აბაშიძე (ომარ მარღანია), რევაზ ხობუა, ვარლამ წულაძე, ლიანა ასათიანი, გიორგი გელოვანი, კახი კავსაძე, ზურაბ ყიფშიძე, კოტე თოლორაია, ბონდო გოგინავა.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]