E. paragrippeRus. парагриппL. paragrippus (ბერძნ. para ახლოს, ფრანგ. gripper დაჭერა) - გრიპისმაგვარი დაავადება, რომლის კლინიკური მიმდინარეობა ხანმოკლეა, ხოლო დასაწყისი - მწვავე. ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, გრიპთან შედარებით, უფრო სუსტადაა გამოხატული. ცნობილია 4 პარაგრიპოზული ვირუსი, რომლებიც მიეკუთვნებიან Paramyxoviridae- ს ოჯახის, Paramyxovirus - ის გვარს. ზოგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ხორხის ანთება, რაც ბავშვებში ამ ორგანოს შეშუპებით ან კრუპით ვლინდება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]