E. pancarditisRus. панкардитL. pancarditis (ბერძნ. pan ყველა, საყოველთაო, kardia გული, itis ანთება) - გულის ყველა შრის (პერი-, მიო- და ენდოკარდიუმის) ანთება. ძირითადი მიზეზია რევმატიზმი და ვირუსული წარმოშობის ინფექციური დაავადებები. დაავადების ძირითადი სიმპტომებია: გულის ზომების გადიდება, არითმია და სხვ. მკურნალობა მიმართულია დაავადების გამომწვევი მიზეზების საწინააღმდეგოდ და გართულებების თავიდან ასაცილებლად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]