E. opisthorchiasisRus. описторхозL. opisthorchosis (Opisthorchis felineus, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ღვიძლის სანაღვლე გზებში, ნაღვლის ბუშტსა და პანკრეასში ჰელმინთების (Opisthorchis felineus) შეჭრის შედეგად განვითარებული დაავადება. დასენიანება ხდება უმი ან არასაკმარისად მოხარშული თევზით. განვითარებისათვის პარაზიტი საჭიროებს 2 შუალედურ მასპინძელს - ჭაობის ლოკოკინას და მტკნარი წყლის თევზებს (ნაფოტას, კაპარჭინას და სხვ.). დეფინიტური მასპინძლებია ადამიანი, ძაღლი, კატა. პროფილაქტიკური ღონისძიებები ითვალისწინებს პარაზიტის სასიცოცხლო ციკლზე ზემოქმედებას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]