A E L R T X Y

ობ ოდ ოვ ოზ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოყ
ობე ობი ობლ ობო ობს ობტ

ობის სოკოები

E. mould fungi
Rus. плесневый
L. гриб mucor
მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების ზედაპირზე. მიეკუთვნებიან ზიგომიცეტებს (მუკორი) და არასრულ სოკოებს (ასპერგილუსი, პენიცილიუმი და სხვ.). ზოგიერთი მათგანი (მაგ., Aspergillus flavus) გამოყოფს ძლიერ ტოქსინს (აფლატოქსინს). გამოიყენებიან ფერმენტების, ორგანული მჟავების, ანტიბიოტიკების (მაგ., პენიცილინის, რომელსაც გამოყოფს ობის სოკო Penicillium notatum) და ვიტამინების მისაღებად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9