A E L R T X Y

ნა ნე ნი ნო ნუ
ნაზ ნან ნარ ნატ ნაღ ნაყ ნაც ნაწ ნახ

ნაღველი

E. bile
Rus. желчь
L. chole (bilis)
ღვიძლის მიერ გამომუშავებული და ნაღვლის ბუშტში დაგროვილი ტუტე რეაქციის ბლანტი სეკრეტი. ნაღვლის ბუშტიდან პერიოდულად ჩაედინება თორმეტგოჯა ნაწლავში. ნაღველს შე იძლება გააჩნდეს ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი შეფერილობა, მასში არსებული ნაღვლის პიგმენტების რაოდენობაზე დამოკიდებულებით. ნაღვლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ლეციტინი, ქოლესტერინი და ნაღვლის მჟავების მარილები. ნაღველი ფერმენტებს არ შეიცავს, მაგრამ მისი მარილები და მჟავები ააქტიურებენ ლიპაზას და ამით ხელს უწყობენ ცხიმების მონელებას. გარდა ამისა, ნაღველი ასტიმულირებს თორმეტგოჯა ნაწლავის პერისტალტიკას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9