A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მექ მეც მეხ

მერკურიალიზმი

E. mercurialism
Rus. меркуриализм
L. mercurialism
(ლათ. Mercurius ძველად აღნიშნავდა ვერცხლისწყალს) - მოწამვლა ვერცხლისწყლით. ვერცხლისწყალს ინტენსიურად შთანთქავს კანი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლები, ხოლო მისი ორთქლი ორგანიზმში იჭრება ფილტვების მეშვეობით. მოწამვლის სიმპტომებია: პირღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილები, სისხლიანი ფაღარათი და თირკმლების დაზიანება, რაც იწვევს შარდის წარმოქმნის პროცესის დარღვევას. ქრონიკული მოწამვლის შემთხვევაში ადამიანს უწყლულდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, ცვივა კბილები, აღენიშება უმადობა, ნაწლავების და თირკმლების დაავადებები, რასაც თან ახლავს ანემია და ნერვული აგზნებადობა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9