E. enterobiusRus. острицаL. Enterobius vermicularis მიეკუთვნება მრგვალი ჭიების ტიპს. პარაზიტობს ადამიანის, უფრო ხშირად ბავშვების წვრილსა და მსხვილ ნაწლავებში. მდედრის სიგრძე 9-12 მმ-ია, მამრისა კი 2-5 მმ. სხეული თითისტარისებრი ფორმისაა. დაინვაზირება ხდება ორალურად. პროფილაქტიკა მდგომარეობს პირადი ჰიგიენის დაცვაში. მახვილით გამოწვეულ დაავადებას ენტერობიოზი ეწოდება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]