E. mountaineerRus. горецL. Polygonum (Poligonum aviculare) ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, შაქარს, ძმრის, ასკორბინის და სხვ. მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, რუტინს, ლორწოვანას და სხვ. გააჩნია შარდმდენი, სასაქმებელი, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები. იყენებენ ბუასილის შემთხვევაში ან საშვილოსნოდან სისხლის დენის დროს. მატიტელებიდან ფართოდ არიან გავრცელებულნი და გამოიყენებიან სამკურნალოდ Poligonum careum (დვალურა), P. hydropiper (წალიკა). წიწიბურა აგრეთვე მიეკუთვნება მატიტელას გვარს (P.fagopyrum).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]