A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მაგ მად მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაყ მაც მახ

მალარია

E. malaria
Rus. малярия
L. malaria
(იტალ. malaria ცუდი ჰაერი) - ინვაზიური დაავადება, რომლის გამომწვევია უმარტივესების ტიპის, სისხლის სპორიანების კლასის, პლაზმოდიუმის გვარის წარმომადგენელი. ძირითადად გავრცელებულია მალარიის პლაზმოდიუმის 3 სახეობა: Plasmodium vivax, P.malaria და P.falciparum. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი - ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო მასპინძელი). დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9