A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლიბ ლიგ ლიზ ლით ლიკ ლიმ ლინ ლიო ლიპ ლის ლიქ

ლიზოსომები

E. lysosomes
Rus. лизосомы
L. lysosomi
(ბერძნ. lysis დაშლა, soma სხეული) - 0,2-0,8 მკმ-ის ზომის, მრგვალი ფორმის ორგანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედის ფაგოციტურ აქტივობას. გააჩნიათ ელექტრონულად მკვრივი ან მარცვლოვანი შიგთავსი და თხელი მემბრანა. ლიზოსომების ერთ-ერთი ტიპია გრანულოციტების პირველადი და მეორადი გრანულები. ლიზოსომებში აღწერილია 30-მდე სხვადასხვა ფერმენტი, რომელთა საშუალებითაც ხდება რთული ორგანული ნივთიერებების დაშლა მარტივ ნივთიერებებად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9