A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლეგ ლეთ ლეი ლემ ლენ ლეპ ლეს ლეტ ლეც

ლეთარგია

E. lethargy
Rus. летаргия
L. lethargia
(ბერძნ. lethe გონმიხდილობა, argia უმოქმედობა) - ქართულად: საღათას ძილი. ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წააგავს ღრმა ძილს. ლეთარგიის მძიმე ფორმის დროს ძნელია მისი გამიჯვნა სიკვდილის მდგომარეობისაგან. ლეთარგიის განვითარების მიზეზები დღეისათვის უცნობია, თუმცა იგი ხშირად თან ახლავს ძლიერ აღელვებას, ისტერიას. როგორც წესი, ლეთარგიას ლეტალობა არ ახასიათებს. ცნობილია ტრიპანოსომებით გამოწვეული ლეთარგია, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9