A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო

კლონირება

E. cloning
Rus. клонирование
L. clonales
(ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი) - დონორიდან იღებენ სომატურ უჯრედს, რომლიდანაც ახდენენ ენუკლეაციას და გამოყოფილი ბირთვი შეყავთ კვერცხუჯრედში, რომლიდანაც აგრეთვე მოშორებულია თავისი ბირთვი. კვერცხუჯრედის ციტოპლაზმა სტიმულს აძლევს სომატური უჯრედის ბირთვს, რათა მან დაიწყოს დანაწევრება. მიღებული ემბრიონი, რომელსაც მამრის სრული გენოტიპი გააჩნია, შეყავთ ნებისმიერი მდედრის საშვილოსნოში. ედინბურგში 1996 წელს შექმნეს ორი აბსოლუტურად იდენტური გენების მქონე ცხვარი - მეგანი და მორაგი. შესაძლებელია ადამიანის კლონირებაც, აქედან გამომდინარე დადებითი და უარყოფითი შედეგებით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9