A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიბ კილ კინ კის კიფ

კიბო პროსტატის

E. prostate cancer
Rus. рак предстательной железы
L. carcinoma prostatea
წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა, რომელიც ხშირია ხანშიშესულებში. ზოგჯერ იგი ნელა, რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრესირებს, თანაც მისი სიმპტომები პროსტატის კეთილთვისებიანი ადენომის მსგავსია. ადგილი აქვს სიმსივნის ინვაზიას მეზობელ ქსოვილებში, ლიმფურ კვანძებში, იძლევა მეტასტაზებს ძვლებში. მკურნალობა მოიცავს ესტროგენურ თერაპიას, აგრეთვე ანტიანდროგენების დანიშვნას. ტარდება რადიკალური პროსტატექტომია და/ან ორქიდექტომია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9